Belive

გიორგი კვერნაძე: "სეზონის ასეთ კარგ დასაწყისს არ ველოდი"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და ფროზინონეს შემტევი, გიორგი კვერნაძე Sky Sport Itallia-სთან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე საუბრობს.

"ვფიქრობ, გუნდმა კარგად დავიწყეთ და პირადი თვალსაზრისითაც კმაყოფილი ვარ. ასეთ სტარტს მეტ-ნაკლებად ველოდი, თუმცა ასეთ კარგს, ალბათ არა. ამაზე მოსამზადებელ ეტაპზე ვიმუშავეთ. კომოსთან მატჩის შემდეგ ნაკრებში წავალ კვარაცხელიასთან ერთად, რომელიც, ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესოა. ოქროს ბურთი? ვფიქრობ, მან უნდა მოიგოს. იმედია, ერთა ლიგაზე, რომელსაც მალე დავიწყებთ, კარგად ვითამაშებთ.

კომო კარგი გუნდია, მაგრამ თეორიული მომზადების ოთახში კონკრეტული სამუშაო ჯერ არ ჩაგვიტარებია. რას უნდა ელოდეს ფროზინონე ჩემგან? როცა აქ თამაშობ, თავს სახლში გრძნობ. იმედია, შევძლებთ სერია A-ში დარჩენას, რაც ფროზინონეს არასდროს ჰქონია. ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად.

როგორი მწვრთნელია ალვინი? ის გვაძლევს იდენტობას, ძლიერი მწვრთნელია და მასთან ერთად გასულ წელს სერია B მოვიგეთ. შედეგები ყველაფერს ამბობს. ყოველ თამაშზე მოსაგებად და სამი ქულის ასაღებად მივდივართ და არა ფრედ თამაშისთვის ან წაგებისთვის. კომო იქნება თუ მილანი, ჩვენთვის არაფერი იცვლება. სერია A-ში ყველა ძლიერია.

ახლა ჩემი ფიქრი მხოლოდ ფროზინონეში დარჩენასა და კლუბთან ერთად სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაზეა, ასევე ნაკრებისთვის რაღაც წარმატებულის გაკეთებაზე. მერე კი ვნახოთ", - გიორგი კვერნაძე.

გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია A-სა და თასზე ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები