გიორგი გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
13 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გულიაშვილი, ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანური მედია საშუალება AS რანგით მეორე დივიზიონის 34-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეულს აქვეყნებს, რომელშიც ადგილი გიორგი გულიაშვილსაც ეკუთვნის.
"ქართველმა ფეხბურთელმა ორი იდენტური გოლის გატანა მოახერხა. რასინგის ცენტრალური ფორვარდი მატჩიდან მატჩამდე უმატებს, მაგრამ გუნდმა ანდორასთან ქულის მოპოვება ვერ შეძლო", - წერს AS.
გიორგი გულიაშვილს რასინგის შემადგენლობაში 5 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული, რასაც სეზონის საწყის ნახევარში, სარაეევოს რიგებში 1 გოლი და 8 საგოლე გადაცემა ემატება.