Belive

გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების უნივერსალი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი, უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი "ოლექსანდრიასთან" - 2:1 მოგებულ მატჩში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოქმედებდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ორივე გატანილი გოლის დროს, საგოლე პასი სწორედ მის აქტივში იყო.

"ქართველ მარჯვენა მცველს ტრანსფერამდეც დარიო სრნას ადარებდნენ და ახლა უკვე ვიცით რატომაც. მანამდე დაუმარცხებელ ოლექსანდრიასთან მატჩში "მაღაროელების" ორივე გოლის დროს საგოლე პასი გიორგიმ გააკეთა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა", - წერს sportarena.com-ი, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

3 მატჩის შემდეგ, გოჩოლეიშვილის გუნდს უკრაინის ჩემპიონატში 2 გამარჯვებისა და 1 ფრის მეშვეობით 7 ქულა აქვს დაგროვებული და მესამე პოზიციას იკავებს, ხოლო ერთპიროვნულ ლიდერ "რუხს" 2 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები