Belive

გიორგი ჭელიძემ წყალტუბოს სამგურალი დატოვა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი ჭელიძემ წყალტუბოს "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

"კლუბსა და მწვრთნელს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში", - წერს "სამგურალის" ოფიციალური გვერდი.

"სამგურალისთვის" ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონი გარდამავალი გამოდგა: გათამაშების პირველ ნახევარში იმერული გუნდი დამაჯერებელ შედეგებს აჩვენებდა, 9-მატჩიანი წაუგებელი, რვაშეხვედრიანი მიჯრით გამარჯვებათა სერია ჰქონდა და გათამაშებას ლიდერობდა, ზაფხულის პაუზის დასრულებისა და ჩემპიონატის განახლების შემდეგ კი, გუნდმა 8 შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო და მეხუთე ადგილზე ჩამოინაცვლა.

სხვა სტატიები