Belive

ფრანგული მედია: "მიქაუტაძის ტრანსფერი მხოლოდ სპორტულ დირექტორს უნდოდა"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფრანგული საფეხბურთო გვერდი Footballogue-ი ამსტერდამის "აიაქსის" ამჟამინდელი სათამაშო ფორმის შესახებ პოსტს ავრცელებს.

აღნიშნულ პოსტში საუბარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებაცაა, რომელიც ნიდერლანდების საუკეთესო კლუბს რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა.

"აიაქსის" შედეგები სპორტული კუთხით მართლაც კატასტროფულია. მათ ჩემპიონატში მხოლოდ 5 ქულა აქვთ მოგროვებული, მე-12 პოზიციას იკავებენ და სამეულში მყოფ გუნდებს, "პსვ-ს", "ალკმაარსა" და "ტვენტეს" უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. მალე კი მარსელის "ოლიმპიკის" წინააღმდეგ ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.

After Foot-ის გადაცემაში იტალიელი ჟურნალისტი იოან კროშე განმარტავს, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი "აიაქსის" სტაფში არ სურდათ, ყველაზე მეტად ამ ფეხბურთელის დამატებით სპორტული დირექტორი იყო დაინტერესებული", - წერს Footballogue-ი.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, "აიაქსი" 21 სექტემბერს, საშინაო კედლებში, "მარსელს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები