Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვარჯიში გამოტოვა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში "ემპოლისთან" მატჩამდე სამზადისში ვარჯიში გამოტოვა.

"ნაპოლის" მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ვარჯიში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოტოვა. კონკრეტულად, საქმე გასტროენტეროლოგიურ პრობლემებს ეხება.

იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია 20 აპრილს "ემპოლისთან" გასამართი მატჩისთვის მზად იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

"ნაპოლის" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 მატჩის შემდეგ 49 ქულა აქვს დაგროვებული და მერვე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები