ფიფას რეიტინგი განახლდა: საქართველოს ნაკრებმა ერთი საფეხურით ადგილი შეიცვალა
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
FIFA-მ მსოფლიოს სანაკრებო რეიტინგის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა. მას შემდეგ რაც, 2025 წლის სექტემბერში, სხვადასხვა კონტინენტზე სანაკრებო პერიოდი შედგა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში ადგილი ერთი საფეხურით შეიცვალა და 67-დან 68-ე პოზიციაზე გადავიდა.
ჩვენმა გუნდმა 2025 წლის სექტემბერში ორი მატჩი გამართა: მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ორ ტურში, თურქეთსა (2:3) და ბულგარეთთან (3:0), თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და 3 ქულა დააგროვა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ მატჩებს ოქტომბერში გამართავს: 11 რიცხვში ესპანეთს სტუმრად, ხოლო 14-ში თურქეთს შეხვდება.