Belive

fichajes: "შეთავაზებაზე უარის თქმა რთული იქნება, ვალენსია შემცვლელს ეძებს"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

fichajes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ვალენსია" გიორგი მამარდაშვილის შემცვლელის მოძიებას აქტიურად ცდილობს და შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, ქართველ მეკარეს ხელს არ შეუშლის.

"იმის გაცნობიერებით, რომ "ვალენსიას" გიორგი მამარდაშვილის თავის გუნდში შენარჩუნება გაუჭირდება, გუნდის ხელმძღვანელობა მისი პოტენციური შემცვლელის მოძიებაზე უკვე მუშაობს. სატრანსფერო სიაში ორი ისეთი მეკარეა, რომელიც ამჟამად ლა ლიგის გუნდებში თამაშობენ.

რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით, გუნდს საკმაოდ კარგი სეზონი აქვს. ვალენსიელებს რამდენიმე ფეხბურთელი ლიდერობს, მათ შორის ერთ-ერთი კი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ.

იმ ფაქტზე პასუხისმგებელი, რომ "ვალენსიას" გაშვებული გოლების რაოდენობით მესამე საუკეთესო შედეგი აქვს ლა ლიგაში, მეტწილად გიორგი მამარდაშვილი გახლავთ. 23 წლის ქართველი მეკარე შეუმჩნეველი არ დარჩენილა, თავად მისი სურვილი კი ისეთ გუნდში თამაშია, რომელსაც ექნება გარანტია, რომ მომავალ სეზონში ევროპული ტურნირის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

"მესტალიაზე" ვარაუდობენ, რომ მეკარის სურვილისა და მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, რთული იქნება რაიმე შეთავაზებაზე უარის თქმა, რომელიც დაახლოებით 25-30 მილიონი ევრო იქნება. ამ მიზეზით, სპორტული მენეჯმენტი უკვე მუშაობს შემცვლელის ძებნაზე, რომელიც შესაძლოა სლოვაკი დომინიკ გრეიფის (27 წლის) და მაკედონელი სტოლე დიმიტრიევსკის (30) წყვილიდან ერთ-ერთი აღმოჩნდეს", - წერს fichajes.

საქართველოს ნაკრების მეკარეს, "ვალენსიას" შემადგენლობაში, 2023/24 წლების სეზონში 32 მატჩში 12-ჯერ კარის უსაფრთხოება მშრალად აქვს შენახული. რაც შეეხება "ვალენსიას", გუნდს ლა ლიგაში 41 ქულა აქვს, მერვე პოზიციას იკავებს და სულ მცირე ევროპის კონფერენს ლიგაზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ამ ტურნირზე გამსვლელ საფეხურზე მყოფ "ბეტისთან" ჩამორჩენა მინიმალურია.

სხვა სტატიები