დინამო თბილისმა 2 გამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
დინამო თბილისმა სტამბოლის ბასაქშეჰირიდან 2 ფეხბურთელი დაიმატა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა თურქული გუნდიდან იჯარის წესით ორი გამბიელი ფეხბურთელი დაიმატა.
"ლურჯ-თეთრებს" 19 წლის ცენტრალური მცველი, ალბერტ გომესი და 18 წლის შემტევი აბდული ნჯი შეუერთდნენ.
აფრიკელი ლეგიონერები დინამო თბილისის შემადგენლობაში 2026 წლის სეზონის განმავლობაში ითამაშებენ.
3 ჩატარებული მატჩის შემდეგ, დინამო თბილისი 5 ქულით ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილს იკავებს და შემდეგი მატჩი გორის დილასთან 21 მარტს უნდა გამართოს.