Belive

გიორგი კვერნაძე: "ნაყოფიერი სეზონის შემდეგ მინდა ნაკრებშიც წარმატებულად გავაგრძელო"

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი კვერნაძე ივნისის ამხანაგური მატჩების წინ საუბრობს.

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს დასკვნითი სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი გახლდათ.

რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს. 

ნაყოფიერი საკლუბო სეზონი მქონდა. მივაღწიეთ დასახულ მიზანს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ ნაკრებშიც გავაგრძელო", - ამბობს გიორგი კვერნაძე.

საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთს, ხოლო 5 ივნისს ბაჰრეინს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები