Belive

ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: "ამ ეტაპზე, ჩვენი თამაშის სტილის ძიებაში ვართ"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფარერის კუნძულების ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ეიუნ კლაკსტეინი, საქართველოსთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ საუბრობს.

"ხვალ ძალიან მეგობრულ თამაშს ველოდებით. სამწვრთნელო გუნდი საკმაოდ ახალია, ჩვენი გუნდის განვითარებისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი სათამაშო სტილის ძიებაში ვართ.

ვიცით, რომ საქართველოს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს და მშვენიერ შედეგებს მიაღწია. ვეცდებით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ, კარგ შედეგს ველოდებით.

რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური, სავარჯიშო მატჩია. ჩვენი ნაკრების ახალმა სამწვრთნელო გუნდმა მხოლოდ ოთხ მატჩში იმუშავა და ჯერ კიდევ ფუნდამენტური თამაშის სტილის ძიებაში ვართ. აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარებულ ოთხ ამხანაგურ მატჩში უფრო მეტად დაცვითი ფეხბურთი ვითამაშეთ, ფუნდამენტური საქართველოსთანაც ეს იქნება, მაგრამ შეტევაში აქტიურობასაც შევეცდებით.

საქართველოს ნაკრებმა მარტში ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა და ბრწყინვალე ფეხბურთელები გყავთ. ვიცით, რომ ახლა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გადახალისებულია, მაგრამ მაინც ძალიან შემტევ და საინტერესო მატჩს ველოდებით.

ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი არ შეგვიცვლია და იმ შემადგენლობით ჩამოვედით, რომლითაც მარტში ვითამაშეთ", - ამბობს ფარერის კუნძულების ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრები ფარერის კუნძულების გუნდს 5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები