Belive

ევროპის ჩემპიონატის II საშეჯიბრო დღე - პრევიუ: ტატამზე 5 ქართველს ვიხილავთ

6 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

3 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს, ტატამზე 4 ქართველი ფალავანი ვიხილეთ.

აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ პირველივე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ფალავნებმა საკმაოდ უღიმღამო ბრძოლები გვაჩვენეს და შედეგიც სახეზეა - ფინალურ ბლოკში არცერთი ქართველი არ იყო.

4 ნოემბერს სტარტს ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე აიღებს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 5 ქართველს ვიხილავთ.

73 კგ

73 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება: ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე ქართველი C ბადეში არიან განთესილები და სწორედ ამ ფაქტის გამო, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ 1/4-ფინალში ქართული დაპირისპირება ვიხილოთ.

ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე, აზერბაიჯანელ - რაშის მამმადალიევსა და ფინელ - ტურპალ ჯოუკაევს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო ტერაშვილი კი, რუმინელ - ალექსანდრუ რაიკუსა და ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე - დანილ ლავრენტევს შორის გამარჯებულს შეხვდება.

81 კგ

81 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის მოქმედი და ჯამში 2-გზის ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

ტატო C ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ძიუდოს მსოფლიო ფედერაციის ლტოლვილთა გუნდის წევრი - სიბგატულა არაბი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტატო გრიგალაშვილი 2023 წლის ევროპის ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია. მის ბადეში კი შემდეგი საკმაოდ ძლიერი ფალავნები იქნებიან: დომინიკ რესელი (გერმანია); შამილ ბორჩაშვილი (წარმოშობით ქართველი, ავსტრიის სახელით მოასპარეზე); და ზელიმ ტცკაევი (აზერბაიჯანი).

63 კგ

ქალთა ამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ეთერ ასკილაშვილი დაიცავს.

ეთერი D ბადეში განუთესავია, ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან იწყებს და იგი იტალიელ მეტოქეს - ფლავია ფავორინის შეხვდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეთერს საკმაოდ არ გაუმართლა ბადეში, რადგან მას ერთ-ერთი უძლიერესი პოლონელი - ანჟელიკა შიმანსკა ჰყავს.

70 კგ

70 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ნინო გულბანი დაიცავს.

19 წლის ქართველი ფალავანი B ბადეშია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ბოსნიელი - ალექსანდრა სამარჯიჩი იქნება.

ნინო გულბანს ბადეში არაერთი ძლიერი ფალავანი ჰყავს, მათშორის ერთ-ერთი ხორვატი - ბარბარა მატიჩია, რომელიც ძალიან სტაბილურობით გამოირჩევა და იგი მსოფლიოს მე-4 ნომერია.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები