ევრობასკეტი | საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთთან 53:94 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში მარცხდებოდნენ, ჯვაროსნებმა ვერცერთი მეოთხედი ვერ მოიგეს, სრულად ქულები ასე გადანაწილდა: I - 13:22, II - 16:24, III - 12:23, IV - 12:25.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა იანის ანტეტოკუნმპომ ჩააგდო, 17 ქულა ჰქონდა კოსტას მიტოღლუს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელების სტატისტიკა ასეთია:
სანდრო მამუკელაშვილი - 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა
გიორგი შერმადინი - 11 ქულა და 7 მოხსნა
დუდა სანაძე - 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა
გიორგი კორსანტია - 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა
კამარ ბოლდუინი - 3 ქულა, 1 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა
თორნიკე შენგელია - 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა
ბექა ბურჯანაძე - 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა
კახა ჯინჭარაძე - 2 ქულა და 1 მოხსნა
რატი ანდრონიკაშვილი - 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა
ალექსანდრე ფევაძე - 3 მოხსნა
გიორგი ოჩხიკიძე - 1 შედეგიანი გადაცემა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს, 19:15 საათზე კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარებს.
- საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
- საქართველოს ეროვნული ნაკრები
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
- საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები
- იანის ანტეტოკუნმპო
- ქართული კალათბურთი
- საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები
- საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები
- საბერძნეთის ეროვნული ნაკრები
- საბერძნეთის კალათბურთელთა ნაკრები
- საბერძნეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები
- საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები