თორნიკე შენგელია საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს
2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩში საქართველოს ნაკრები იტალიასთან 62:78 დამარცხდა. შეხვედრის მიწურულს თორნიკე შენგელია მატჩის არბიტრებს დაუპირისპირდა და ქართველს პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია. მომხდარის შემდეგ იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით შეძლებდა თუ არა თოკო საქართველოს ნაკრების დახმარებას მომდევნო ტურში.
დღეს, ჯვაროსნები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 16:00 საათზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით თორნიკე შენგელია დისკვლაფიკაციას გადაურჩა და დღევანდელ შეხვედრას ჩაატარებს, სასჯელს რაც შეეხება, ფიბას გადაწყვეტილებით მას მხოლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრება.
კაპიტანმა იტალიასთან 21:16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 0 ქულა (8-დან 0), 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
🤬 Toko Shengelia, dedicándole unas palabras a cada uno de los tres árbitros tras ser expulsado pic.twitter.com/zIocXndRsL
— Eurohoops España (@EurohoopsES) August 30, 2025