Belive

ეუსებიო დი ფრანჩესკო: "კვერნაძე პროგრესირებს და ფიზიკურად კარგ ფორმაშია"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის მატჩის წინ, რომელშიც "ფროზინონე" "სალერნიტანატას" უმასპინძლებს, "ლურჯ-ყვითელთა" მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის შესახებაც ისაუბრა.

 

"გიორგი კვერნაძე 2 კვირით ნაკრებში სათამაშოდ წავიდა, სადაც მატჩებში მონაწილეობა მიიღო. ასევე, ჩვენი გუნდის პირველ მატჩებში მან ითამაშა. ის პროგრესირებს და უკეთესად ირჯება, ვიდრე ამას მაშინ აკეთებდა, როცა გუნდში მოვიდა", - - თქვა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.

20 წლის ქართველმა გარემარბმა "ფროზინონეს" შემადგენლობაში ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც გუნდმა ერთი იტალიის ჩემპიონატში, მეორე კი ქვეყნის თასზე ჩაატარა.

"ფროზინონესა" და "სალერნიტანას" მატჩი 22 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები