Belive

ეთერ ლიპარტელიანი 2024 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენია

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი, ეთერ ლიპარტელიანი საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვის შედეგად, 140 ხმით ეთერ ლიპარტელიანმა საუკეთესოს წოდება მოიპოვა.

92 ქულით მეორე ადგილზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა გავიდა. მესამე შედეგი კი 31-31 ქულით ძალოსან ანასტასია გოტფრიდს და ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს ჰქონდათ. გამოკითხვაში მონაწილეობა 75-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო.

25 წლის ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, შერეულ გუნდურ შეჯიბრში კი ევროპის 2-გზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ახალგაზრდებს შორის კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახლავთ.
თბილისის ძიუდოს აკადემიაში ეთერ ლიპარტელიანს, რომელმაც წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ტიტული უკვე მეოთხედ მოიგო, ჯილდო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ გადასცეს.

თამარ ბალავაძემ გამარჯვებულ სპორტსმენს საკუთარი წიგნიც: „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორიაც“ უსახსოვრა. წიგნში 23 ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ქალის ისტორიაა მოთხრობილი, მზია ჯუღელი, ნინო სალუქვაძე და ა.შ.

მოქმედი სპორტსმენებიდან ეთერ ლიპარტელიანი ერთადერთია, ვისი ისტორიაც ამ წიგნში შევიდა.

დაჯილდოებას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან ნოზაძე და ძიუდოს ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, გიორგი თენაძე ესწრებოდნენ.

"მინდა მივულოცო ეთერ ლიპარტელიანს მორიგი აღიარება. იგი გასულ წლებში ჩვენში ქალთა სპორტის უდავო ლიდერია. რამდენიმე დღეში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და მინდა წარმატებები ვუსურვო ეთოს და საქართველოს ნაკრებს", - გიგა გვენცაძე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ეთერ ლიპარტელიანი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 13-20 ივნისს, ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები