Belive

EJU: სრული კოლექცია - შეუძლია თუ არა ბექაურს ამის დოჰაში გაკეთება?!

11 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU), მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ - ლაშა ბექაურზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ლაშა ბექაურის შანსებზე საუბრობენ.

"მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი, უზბეკი - დავლატ ბობონოვი დოჰაში ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს, რაც კარგი ამბავია დანარჩენი სპორტსმენებისთვის. ასე, რომ -90 კგ წონით კატეგორიაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება".

EJU-ს აზრით, დავლატ ბობონოვის ტრავმის შემდეგ, 90 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მოპოვების მთავარი ფავორიტი, იაპონელი - სანშირო მურაოა.

"იაპონელი ძიუდოისტი ფავორიტი იქნება, თუმცა მეორე მხარეს არ დაგვავიწყდეს უძლიერესი ქართველები: ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური.

ლაშა ბექაურს 22 წლის ასაკში ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატი უკვე მოპოვებული აქვს და ოქროს სამეულამდე მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი აშორებს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ლაშა ბექაური დიდი სამეულის შეკვრას 22 წლის ასაკში.

ლუკა მაისურაძე კი მოქმედი ევროპის ჩემპიონია და მისგან გასაკვირი არაფერი არ იქნება, რადგან იგი ძალიან ძლიერი ძიუდოისტია. ასე რომ, არ გამოვრიცხოთ ქართული ფინალი.

მაისურაძეც და ბექაურიც 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსნები არიან. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველები სხვადასხვა ბადეში იქნებიან განთესილები.

ბექაურისთვის აქ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ნიშნავს, რომ ის შეუერთდება ლეგენდარულ თანამემამულეს -ლაშა შავდათუაშვილს და საქართველოს ისტორიაში შევიდეს, როგორც , ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი".

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე, მსოფლიო ჩემპიონატზე 11 მაისს იასპარეზებენ.

სხვა სტატიები