Belive

ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს.

ინფორმაცია 26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა თავად დაადასტურა. მისივე თქმით, ამის მიზეზი დოპინგ-კონტროლთან დაკავშირებული პრობლემებია.

ლუკამ ბოლოს 2023 წლის დეკემბერში ტოკიოს გრანდ სლემზე იჭიდავა, სადაც ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ძიუდოში ერთადერთი ოქრო სწორედ -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა, რომელიც ლაშა ბექაურის ანგარიშზეა.