Belive

EJU: "დიდი ფიგურები მადრიდში - ბექაური და რინერი ოლიმპიადამდე ბოლო მოთელვას გაივლიან"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

8-9 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს, მადრიდის ევროპის თასს უმასპინძლებს.

მადრიდის ევროპის თასი პარიზის ოლიმპიადამდე ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრი იქნება, სადაც ძიუდოს ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

ძიუდოს ევროპის კავშირმა, (EJU) მოახლოებული მადრიდის შეჯიბრის წინ ვრცელი სტატია დაწერა, სადაც მთავარი ყურადღება ლაშა ბექაურსა და ტედი რინერზეა გამახვილებული, რომლებიც მადრიდის ევროპის თასის ერთ-ერთი მთავარი და კაშკაშა ვარსკვლავები იქნებიან.

"ევროპის ძიუდოს ტურნეზე ერთ-ერთი ბოლო საკვალიფიკაციო ადგილი იქნება მადრიდის ევროპის ღია პირველობა და სწორედ ამის გამო, ამ შეჯიბრზე რამდენიმე საინტერესო სახელს ვიხილავთ, რომლებიც ან ეძებენ თავიანთი პოზიციის გაძლიერებას განთესვაში, ან პარიზის ოლიმპიადისთვის თავიანთ საკვალიფიკაციო ადგილს ინაღდებენ.

გასულ უიქენდზე, მაროკოს ქალაქ მარაკეშში, მონაწილეობა მიიღო ტედი რინერმა, რომელმაც საბოლოოდ გაინაღდა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია. როგორც ვიცით, ფრანგებს ყველა წონით კატეგორიაში აქვთ ოლიმპიური ლიცენზია და რინერი უკვე რვაეულშია, მაგრამ რამდენიმე დამატებითი ქულით შეიძლება სტრატეგიულად უკეთესი პოზიციის მოპოვება.

გარდა ტედი რინერისა, მადრიდში უდიდესი სახელი იქნება - ლაშა ბექაური, რომელსაც უკვე მეოთხე წელია ზურგს ოქროს არშია უმაგრებს და 2024 წელსაც შეეცდება, რომ ოქროსფერი არშია კიდევ +4 წლით დაიტოვოს.

საინტერესო იქნება ლაშა ბექაურის ნახვა მადრიდში, რადგან მან მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა და პარიზის ოლიმპიადამდე ბოლო შეჯიბრზე მიიღებს მონაწილეობას. ლაშა საკუთარ ძალებს დატესტავს და შემდეგ უკვე სრულად მოემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის..."
- EJU

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები