Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე III - ტატამზე შავდათუაშვილი და ლიპარტელიანი გამოვლენ | პრევიუ

11 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

7 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მონაწილეობს.

წარმატებული პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მეორე საშეჯიბრო დღესაც დიდი წარმატების შანსი გვქონდა, თუმცა ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მონღოლ მეტოქესთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

9 მაისს, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან73 კგ, ქალებიდან კი 57 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ, შესაბამისად საქართველოს ნაკრების ღირსებას ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დაიცავენ.


ლაშა შავდათუაშვილის საშეჯიბრო ბადე (73 კგ)

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 73 კგ წონით კატეგორიაში, ლეგენდარულ და ყველაზე წარმატებულ ქართველ ძიუდოისტს - ლაშა შავდათუაშვილს წილისყრაში ნამდვილად არ გაუმართლა. მას ბადეში მსოფლიოს ჩემპიონი, უძლიერესი იაპონელი - სოიჩი ჰაშიმოტო ჰყავს.

შავდათუაშვილი A ბადეში განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადც სწორედ სოიჩი ჰაშიმოტოს დაუპირისპირდება.

იმ შემთხვევაში თუ ლაშა იაპონელ მეტოქეს დაამარცხებს, მას უკვე დიდი შანსი ექნება იმისა, რომ ნახევარფინალში გავიდეს, სადაც სავარაუდო მეტოქე უზბეკი სპორტსმენი ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილს მსოფლიო ჩემპიონატებზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.


ეთერ ლიპარტელიანის საშეჯიბრო ბადე (57 კგ)

ეთერ ლიპარტელიანი C ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, გვინეელ - მაჰ ბანგურასა და ჩინელ - ქი ცაი-ს შორის გამარვებული იქნება.

გამარჯვების შემთხვევაში კი 1/8-ფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე, ფრანგ - სარა ლეონი სისიკესა და გერმანელ - პაულინ სტარკეს შორის გაირკვევა.

ეთერ ლიპარტელიანს ბადეში უძლიერესი კანადელ - კრისტა დეგუჩი ჰყავს.


წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები