Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე III - ტატამზე ორი ქართველი გამოვა | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ

დღეს, 7 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -66 კგ, ქალებში კი -52 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.

2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, -66 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა  ევროპის ჩემპიონმა (2016 წელს), ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა (2017 წელს) – ვაჟა მარგველაშვილმა მიიღო, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ბრძოლის დასრულებამდე 2 წამით ადრე დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, ტატამზე -73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს. -57 კგ წონით კატეგორიაში კი ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს.


დღე III - ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი გამოვლენ

-73 კგ წონითი კატეგორია

-73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლაშა შავდათუაშვილს საკმაოდ რთული ბადე აქვს. ლეგენდარული და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, შვეიცარიელ - ნილს სტრამპსა და ტაჯიკ - მუჰამადრაჰიმ სარახნოვს შორის გამარჯვებული იქნება.

პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ლაშა შავდათუაშვილი 1/8-ფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე იტალიელი - ჯოვანი ესპოსიტო იქნება. თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც ჩვენ ველოდებით, 1/4-ფინალში ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო რეიტინგის მე-120 ნომერი, იაპონელი - სოიჩი ჰაშიმოტო იქნება.

ლაშა შავდათუაშვილთან ერთად -73 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტები

  • სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)
  • ტოჰარ ბუტბული (ისრაელი)
  • რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)
  • ცონგბაატარ ცენდ-ოჩირი (მონღოლეთი)
  • ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

-57 კგ წონითი კატეგორია

-57 კგ წონით კატეგორიაში, საქარველოს ნაკრების ღირსებას - ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს. ეთერ ლიპარტელიანს საკმაოდ ნორმალური ბადე აქვს. იგი B ბადეში განთესილი იქნება, ასპარეზობაში კი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, იტალიელ - ვერონიკა ტონიოლოსა და გვინელ - მარიანა ესტევეს შორის გამარჯვებული იქნება.

იმ შემთხვევაში თუ ეთერ ლიპარტელიანი 1/8-ფინალში გაიმარჯვებს, 1/4-ფინალში მისი სავარაუდო მეტოქე, მსოფლიოს მერვე ნომერი, იაპონელი - ჰარუკა ფუნაკუბო იქნება.

ეთერ ლიპარტელიანთან ერთად -57 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტები

  • ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა)
  • ჰარუკა ფუნაკუბო (იაპონია)
  • ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი)
  • სარა ლეონი კისი (საფრანგეთი)
  • დარია ბილოდიდი (უკრაინა)
  • რაფაელა სილვა (ბრაზილია)

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:00 საათიდან, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები