Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე I - ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვა | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს და 13 ოქტომბერს დასრულდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 8 დღის განმავლობაში გაგრძელდება და თითო საშეჯიბრო დღეს, თითო წონითი კატეგორია იჭიდავებს. შესაბამისად, ხვალ ტატამზე მამაკაცებში -60 კგ, ხოლო ქალებში -48 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტაშკენტში 4 ოქტომბერს ჩაფრინდა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას უზბეკეთში გადიან.

დღე I - ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვა (პრევიუ)

2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან - ლუხუმ ჩხვიმიანი გახსნის.

ლუხუმ ჩხვიმიანი D ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელ - იამ ვოლჩაკსა და აშშ-ს წარმომადგენელ - ადონის დიაზს შორის გამარჯვებული იქნება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ლუხუმ ჩხვიმიანს საკმაოდ კარგ ბადეში მოხვდა. მის ბადეში არცერთი გამოკვეთილი ფავორიტი ძიუდოისტი არ არის. D ბადეში ლუხუმის შემდეგ საუკეთესო, უკრაინელი - არტიომ ლესიუკი იქნება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ ქართველი ძიუდოისტი შეძლებს და ფილანის საგზურს მოიპოვებს, ფინალამდე მას არ შეხვდება იაპონელი - ნაოჰისა ტაკატო.

ლუხუმ ჩხვიმიანთან ერთად -60 კგ წონითი კატეგორიის ფავორიტები

  1. იანგ იუნგ ვეი (ჩინეთის ტაიბეი)
  2. ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)
  3. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
  4. იორე ვერსტრაეტაენი (ბელგია)

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 08:30 საათზე, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები