Belive

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე I - ტატამზე გიორგი სარდალაშვილს ვიხილავთ | პრევიუ

11 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

დღეს, 6 მაისს კი დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა.

7 მაისს, სტარტს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას - გიორგი სარდალაშვილი დაიცავს.


გიორგი სარდალაშვილის საშეჯიბრო ბადე (60 კგ)

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტანტია. 19 წლის ქართველი ფალავანი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს და მედლისთვის იბრძოლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 19 წლის ქართველს წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა და არცთუ ისე ძლიერი მეტოქეები შეხვდა. მის ბადეში ყველაზე ანგარიშგასაწევი ძიუდოისტი, ესპანელი - ფრანცისკო გარიგოსი იქნება.

გიორგი სარდალაშვილი B ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ზამბიელ მეტოქეს - სიმონ ზულის შეხვდება. ზაბმიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი სარდალაშვილის მეტოქე, ავსტრიელ - მარკუს აუერსა და გვატემალელ - ხოსე რამოს შორის გამარჯვებული იქნება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, B ბადის ჩემპიონობისთვის გიორგი სარდალაშვილი და ფრანცისკო გარიგოსი იბრძოლებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი სარდალაშვილი და ლეგენდარული იაპონელი - ნაოჰისა ტაკატო, 1/2-ფინალამდე ერთმანეთს არ ეკვეთებიან. იმის შანსი, რომ ნახევარფინალში სწორედ ქართულ-იაპონური დაპირისპირება ვიხილოთ, საკმაოდ დიდია.


წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება.

belive ქართველ ძიუდოისტებს წარმატებას უსურვებს.

სხვა სტატიები