Belive

ძიუდოს განახლებული რეიტინგი - გელა ზაალიშვილი ტედი რინერზე წინაა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 15 ივლიის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ძალიან კარგი შემთხვევა დაფიქსირდა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გელა ზაალიშვილმა, რომელმაც გუშინ, ბუდაპეშტის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიო რეიტინგში ძიუდოს ყველა დროის საუკეთესო ფალავანს - ტედი რინერს გადაუსწრო. გელა ზაალიშვილმა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, საკმაოდ ბევრი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში იგი 2116 ქულით 23 ადგილზეა, ტედი რინერს კი 2050 ქულა აქვს. აქვე შეგახსენებთ, რომ +100 კგ წონით კატეგორიას სათავეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი უდგას.

სხვა სტატიები