Belive

ძალოსნობა | თორნიკე ტაბატაძე ევროპის ჩემპიონია

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის U20 და U23 ჩემპიონატზე ძალოსნობაში, თორნიკე ტაბატაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

თორნიკე ტაბატაძემ ატაცში 160/165/170 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში თავი 192/196/202 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი ერგო. ხოლო ორჭიდში მოგროვილი 372 კილოგრამით, უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.

 

სხვა სტატიები