Belive

"ძალიან მიკვირს, რომ ოთარ კიტეიშვილი კვლავ ავსტრიის ჩემპიონატში თამაშობს" - რიდის მწვრთნელი

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი რაპიდთან 1:2 დამარცხდა. გრაცელების მიერ ერთადერთ გატანილ გოლში ქართველმა ფეხბურთელმა უდიდესი წვლილი შეიტანა, სწორედ მისი დარტყმულის შემდეგ მოხვდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს და საბოლოოდ ავტოგოლი ვიხილეთ.

შტურმის მომდევნო მოწინააღმდეგე გუნდის, რიდის მთავარმა მწვრთნელმა მაქსიმილიან სენფტმა გრაცული გუნდის შესახებ ისაუბრა და ოთარ კიტეიშვილზეც გაამახვილა ყურადღება. ის გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ ქართველი ფეხბურთელი სხვა, ავსტრიის ჩემპიონატზე უფრო მაღალი დონის ლიგაში არ ასპარეზობს:

შტურმი ძალიან კარგად დაბალანსებული და შეკრული გუნდია, მათ რამდენიმე კარგი ტრანსფერით განახორციელეს. ცოტათი გაკვირვებული ვარ ოთარ კიტეიშვილის ფაქტორით, მიკვირს რატომ წარმოაჩენს კვლავინდებურად თავის უნარ-ჩვევებს ავსტრიის ჩემპიონატში. - მაქსიმილიან სენფტი - რიდის მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები