Belive

დინამო თბილისმა ლიეტუვის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ექს-ჩემპიონმა გუნდმა, "დინამო თბილისმა" "პანევეჟისიდან" ლიეტუვის ნაკრების ფეხბურთელი, დანიელ რომანოვსკი დაიმატა.

27 წლის რომანოვსკი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. მას თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 2018 წლიდან მოყოლებული ათ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. დანიელ რომანოვსკი ლიეტუვის ჩემპიონატის 2-გზის, ასევე ორჯერ თასის და ერთხელ სუპერთასის გამარჯვებულია. 27 წლის შემტევმა საქართველოს 19-გზის ჩემპიონთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები