ლა ლიგა გიორგი გულიაშვილს უჩივის | რასინგის პირისპირ საქმეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს
4 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ფორვარდს, გიორგი გულიაშვილს და მის გუნდს, სანტანდერის რასინგს, ლა ლიგის ხელმძღვანელობა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში უჩივის.
საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურის შეხვედრაში კანტაბრიულმა გუნდმა ესპანური ფეხბურთის ელიტაში ასვლა გაიფორმა, ზეიმის დროს ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებთან ერთად მაშხალით ხელში ზეიმობდა. ლა ლიგის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრობლემას ის ამძაფრებს, რომ გიორგი გულიაშვილისა მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრების ზეიმს სატელევიზიო კამერები აქტიურად აშუქებდნენ.
სანტანდერის რასინგმა 82 ქულა დააგროვა და ლა ლიგა 2-ის ჩემპიონობა მოახერხა, ქართველმა ფორვარდმა კი 6 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.