დიმიტრი გოჩილაიძემ აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაო მოიპოვა
16 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
აბუ დაბის გრანდ სლემზე, ქართველმა ძიუდოისტმა, დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გოჩილაიძემ პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში კი იტალიელი, ანტონიო ესპოსიტო ვაზარითა და იუკოთი დაამარცხა.
მერვედფინალში დიმიტრიმ თურქი, ვედატ ალბაირაქი ვაზარით ჩამოიშორა, ხოლო მეოთხედფინალში ყირგიზი საგინალიევი დააიპონა. სამწუხაროდ, გოჩილაიძე ნახევარფინალში დამარცხდა რუმინელ პეტრუ პელივანთან.
ბრინჯაოს ფინალში დიმიტრი გაოჩილაიძემ რუსეთის წარმომადგენელი, აბდულ-ქერიმ ტასუევი დაამარცხა.