დიეგო ალვესი: "მამარდაშვილი გასაოცრად გაიზარდა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა"
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრების, "ატლეტიკო მინეიროს, "ვალენსიას", "ალმერიას", "ფლამენგოს" და ვიგოს "სელტას" ვეტერანი მეკარე, დიეგო ალვესი საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს.
"გიორგი მამარდაშვილი ძალიან იზრდება. დიდი სხვაობაა იმას შორის, თუ როგორი მივიდა ის "ვალენსიაში" და როგორია ახლა. მან მითხრა, რომ როცა თამაში დაიწყო, ესპანური არ იცოდა და ეს მისთვის დიდი დაბრკოლება გახლდათ, რთული ვითარებები გამოიარა, მაგრამ ახლა მე ვხედავ მეკარეს, რომლის თამაშსაც არ აქვს ზედა ზღვარი.
მას დიდი მომავალი აქვს. უკვე ცნობილია, რომ ახალ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა", - ამბობს დიეგო ალვესი.
საქართველოს ნაკრების მეკარე ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, კარიერის გამორჩეულ პერიოდს ატარებს და "ვალენსიასთან" ერთად ევროპული ტურნირის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის.
"ვალენსია" ლა ლიგაში 35 ტურის შემდეგ 45 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს და ევროზონასთან 2-ქულიანი ჩამორჩენა აქვს, ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ 3 ტურის შეხვედრებია გასამართი.