Belive

"დიდი ხანია ასეთი აჟიოტაჟი არავის გამოუწვევია" | as.com მიქაუტაძის ტრანსფერზე საუბრობს

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

as.com საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალში ტრანსფერის შემდეგ 25 წლის ქართველ გოლეადორზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანური მედია საშუალება წერს, რომ ეს ვილიარეალში ახალი, მიქაუტაძის ეპოქის დასაწყისია.

"ქართველი ფეხბურთელი ვილიარეალში საწყის ვარჯიშს 8 სექტემბერს შუადღისას ჩაატარებს. დიდი ხანია, ვილიარეალში ფეხბრუთელის მისვლას ასეთი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.

ამ ორშაბათს ვილიარეალში გიორგი მიქაუტაძის ეპოქა იწყება. მას შემდეგ, რაც ნაკრებიდან გუნდს დაუბრუნდება და ვარჯიშზე ახალ თანაგუნდელებს შეუერთდება, ვილიარეალის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება.

მიქაუტაძე ვილიარეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, რადგან მის შესაძენად გადახდილი ოცდათერთმეტი მილიონი აღემატება პაკო ალკასერის (25.5 მილიონს) და არნაუ დანჯუმას შესაძენად გაღებულ (23 მილიონს) სატრანსფერო თანხას.

ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რა გეგმას განახორციელებს მარსელინო გარსია ტორალი ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით: იქნება თუ არა ის სასტარტო შემადგენლობაში თუ გუნდთან ადაპტირებისთვის დროს მიიღებს", - წერს as.com

ვილიარეალმა ლა ლიგა წაუგებლად დაიწყო და 3 ტურის შემდეგ დაგროვებული 7 ქულით მესამე პოზიციაზეა, შემდეგ მატჩს გიორგი მიქაუტაძის გუნდი მადრიდის ატლეტიკოსთან სტუმრად 13 სექტემბერს გამართავს.

სხვა სტატიები