"დებიუტისთვის იდეალური დროა" - მამარდაშვილი სავარაუდოდ საუთჰემპტონთან ითამაშებს
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩში დებიუტი უდიდესი ალბათობით საუთჰემპტონის პირისპირ, ინგლისის ლიგის თასის მატჩში ექნება.
ლივერპულთან დაახლოებული მედია საშუალებები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქართველი მეკარის ოფიციალური დებიუტისთვის იდეალური დრო სწორედ ახლაა.
"გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გასულ ზაფხულში ვალენსიადან ჩავიდა და გუნდში კაოიმინ კელეჰერი შეცვალა.
ეს იდეალური დროა ქართველი მეკარის დებიუტისთვის და თან ალისონს დასვენების შესაძლებლობა მიეცემა.
ლივერპულის ამჟამად მთავარი მეკარის, ალისონის ტრავმებისადმი მიდრეკილებიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ამ სეზონში გიორგი მამარდაშვილი პრემიერ ლიგაში სათამაშოდ საჭირო გახდეს, ამიტომ არნე სლოტს მისი ტონუსში ყოფნა სურს", - წერს thisisanfield.
ლივერპული საუთჰემპტონს 23 სექტემბერს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.