Belive

დავით ნინიაშვილი გლოსტერთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ლიონმა'' ,,გლოსტერს'' უმასპინძლა და 19:13 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, დავით ნინიაშვილი დასახელდა. ნინიაშვილის გარდა გუშინდელ მატჩში კიდევ ორმა ქართველმა ითამაშა - ,,ლიონის'' შემადგენლობაში ბექა საღინაძემ, ,,გლოსტერის'' შემადგენლობაში კი - გიორგი კვესელაძემ. ,,ლიონი'' ჩელენჯ ქაფის მომავალ შეხვედრას 17 დეკემბერს, ,,დრაგონსის'' წინააღმდეგ გამართავს, ,,გლოსტერი'' კი ,,ბენეტონს'' დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები