Belive

დავით ნინიაშვილი მონპელიესთან ძირითად შემადგენლობაში იქნება

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" მორაგბე დავით ნინიაშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება. 22 წლის სპორტსმენი ხვალ, 19 აპრილს TOP 14-ის მორიგ შეხვედრაში "მონპელიეს" წინააღმდეგ "ლიონის" ძირითად შემადგენლობაშია.

შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილმა "ბაიონასთან" შეჯახებისას მძიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. აღნიშნული შემთხვევა 29 მარტს მოხდა, თავდაპირველი ინფორმაციით ცნობილი იყო, რომ ის 2-3 კვირას გამოტოვებდა, რაც გამართლდა და ხვალინდელ მატჩს ქართველი მორაგბე ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

ძირითად შემადგენლობაში იქნება ასევე ირაკლი აფციაური, ხოლო ბექა საღინაძე სათადარიგოდან დაიწყებს.

სხვა სტატიები