Belive

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

8 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების და დონეცკის "შახტარის" მცველი, დავით ხოჭოლავა, უკრაინის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. "შახტარმა ოლექსანდრიას გოლი მალევე გაუტანა, შესაბამისად, მასპინძლებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და შეტევაზე გადავიდნენ. შახტარის დაცვის ხაზი კი იდეალურ​ად თამაშობდა. გამორჩეული დავით ხოჭოლავა იყო, რომელიც ჩაჭრებში და ორთაბრძოლებში შეუცდომლად თამაშობდა", - წერს უკრაინული გამოცემა. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველი ფეხბურთელი დონეცკის "შახტარის" ღირსებას 2017 წლის 1 ივლისიდან იცავს და  სასიხარულოა, რომ იგი სტაბილურად თამაშობს "შახტარის" ძირითად გუნდში.

სხვა სტატიები