Belive

დავით კერესელიძე: "სახოსთან მოლაპარაკებებს ვადასტურებთ, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში უდავოდ გამორჩეული ტრანსფერისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ ეროვნული ლიგის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ლეგიონერის, მამადო სახოს დამატება აქვთ განზრახული. აღნიშნული ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ "პსჟ-ის", "ლივერპულის", "კრისტალ პალასის", "მონპელიეს" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში ითამაშოს.

"ვადასტურებთ, რომ მოლაპარაკება რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის მამადუ სახოსთან მიმდინარეობს. ამას გუნდი რა თქმა უნდა, ადასტურებს. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრანსფერი წარმატებით დასრულდება. უბრალოდ, ჯერ იმ ეტაპზე არ ვართ, რომ კონკრეტული კომენტარი გავაკეთოთ და დავადასტუროთ, რომ ტრანსფერი აუცილებლად შედგება", - თქვა "ტორპედოს" პრეზიდენტმა.

ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ დაგროვებული 23 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, გუნდს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ლიდერ გორის "დილას" 7 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში ქუთაისური გუნდი ფოთის "კოლხეთი 1913-თან" 19 მაისს გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები