დავალიანებების პრობლემა - დინამო თბილისის ფეხბურთელები მატჩზე გამოუცხადებლობას გეგმავენ
11 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
Geo team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში, "დინამო თბილისში" ფინანსური დავალიანებების პრობლემებია, რის გამოც ფეხბურთელები ვარჯიშსა და მატჩებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ.
ირკვევა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ფეხბურთელებმა 1 ნოემბერს არ ივარჯიშეს, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში, "თელავთან" მოედანზე გასვლას კი არ აპირებენ. როგორც ცნობილია, "დინამოს" ფეხბრუთელებს 3 თვეა ხელფასი არ აუღიათ.
ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 31 ტურის შემდეგ, "დინამო თბილისს" 58 ქულა აქვს დაგროვებული და მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო გამოკვეთილ ლიდერ "დინამო ბათუმს" 9 ქულით ჩამორჩება.