Belive

საბა გოგლიჩიძით სერია A-ს წარმომადგენელი გუნდები ინტერესდებიან

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქუთაისის "ტორპედოს" და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე შესაძლოა ახალი წლიდან იტალიის სერია A-ში აღმოჩნდეს.

Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ ქუთაისურ გუნდს დატოვებს და კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

ირკვევა, რომ ამ ტრანსფერზე ოთხი იტალიური გუნდი, "მილანი", "იუვენტუსი", უდინეზე" და "ვერონა" მუშაობენ. ნათქვამია ისიც, რომ ტრანსფერში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და "ემპოლის" ვეტერანი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძეც იღებს.

2023/24 წლების საფეხბურთო სეზონში საბა გოგლიჩიძეს "ტორპედოს" შემადგენლობაში 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სხვა სტატიები