Belive

დაინტერესება ორი გუნდისგან: ყაზახეთში გიორგი ზარიას პოტენციურ ტრანსფერზე საუბრობენ

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ზარიას დამატება რამდენიმე გუნდს სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური მედია საშუალება vesti ავრცელებს, რომელიც ფეხბურთელის წარმომადგენლებს ესაუბრა.

"ახლა ქაირათისთვის სეზონის მნიშვნელოვანი მონაკვეთია და ველოდებით. გიორგი ზარია გუნდზეა ორიენტირებული და სურს, რომ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

შემოთავაზებები ნამდვილად არსებობს და ორმა გუნდმა მოგვმართა, მაგრამ ახლა ჩვენ ძირითადად ფეხბურთზე ვართ ორიენტირებული, პრიორიტეტი ქაირათია და გვსურს, რომ ამ გუნდთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ", - უთხრეს ფეხბურთელის წარმომადგენლებმა ყაზახურ მედიას.

გიორგი ზარია ალმაატის ქაირათში 2024 წლის იანვარში გადაბარგდა და ამ პერიოდის განმავლობაში 54 მატჩში 16 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ყაზახეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო და გუნდს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მოხვედრაში დაეხმარა.

სხვა სტატიები