900 ხმა ლუკა ლოჩოშვილს | ქართველი სეზონის საუკეთესო სამეულში მოხვდა
7 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგის სეზონის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.
გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ 28 წლის ქართველი ფეხბურთელი 900 დაგროვებული ხმით მესამე პოზიციაზე გავიდა.
ლუკა ლოჩოშვილი გასულ სეზონში მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 5 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ნიურნბერგმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მერვე პოზიცია დაიკავა.