დაჩი ლორთქიფანიძე: "მჯეროდა პროექტის წარმატების და ამ მომენტისთვის ბევრს ვშრომობდი"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი, დაჩი ლორთქიფანიძე იტალიის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში თამაშის შემდეგ საუბრობს. სერია A-ში დებიუტზე 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ამბობს, რომ ამ მომენტამდე მისასვლელად გრძელი და დატვირთული გზის გავლა მოუწია.
"მატჩის დაწყებამდე მწვრთნელმა გამაფრთხილა, რომ შეიძლებოდა მოედანზე შესვლის შესაძლებლობა მიეცა, რის მერეც კონცენტრირებულად ვემზადებოდი და ველოდებოდი თამაშის შანსის მიღებას.
სიმართლე გითხრათ, ძალიან მშვიდად ვიყავი. ეს ის მომენტია, რომლის მისაღწევადაც წლების განმავლობაში ვშრომობდი. ემოციები მატჩის შემდეგ უფრო მეტად დამეუფლა. ნამდვილი ემოციები მაშინ გავაცნობიერე, როცა შეხვედრა შედგა.
ამ გუნდის შემადგენლობაში თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შარშან ბუნდესლიგიდან შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მჯეროდა პროექტის, იმის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაკეთებდი და ხელი მოვაწერე იტალიაში დარჩენას.
ყოველთვის მჯეროდა გუნდის და მინდა, მწვრთნელს მადლობა გადავუხადო, რომელმაც თამაშის შესაძლებლობა მომცა, ასევე პერსონალის ყველა იმ წევრს, რომელიც მთავარ გუნდში მოხვედრის მომენტიდან გვერდით მიდგას.
მინდა ვუთხრა ყველა ბავშვს, რომელიც აკადემიაში ვარჯიშობს, რომ სჯეროდეთ თავიანთი ოცნებების და გააცნობიერონ, რომ მათ ამ ოცნებების ახდენა შეუძლიათ", - ამბობს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი.
დაჩი ლორთქიფანიძე ისტორიაში მეცხრე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის ელიტარულ ლიგაში ითამაშა, მისი დებიუტი მეშვიდე ტურში, საბა გოგლიჩიძის უდინეზესთან ფრედ (1:1) ჩატარებულ შეხვედრაში შედგა.