Belive

ჩვენი მეტოქე: პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პოლონეთის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან უნდა ითამაშოს.

სლოვაკეთში გასამართი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული ახალგაზრდული სანაკრებო ტურნირისთვის, ჩვენი ერთ-ერთი მეტოქის, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუი ჟორჟემ 26 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც 23 მთავარ გუნდში მოხვდება.

მეკარეები: დიოგო პინტო (სპორტინგი), ჟოაო კარვალიო (ბრაგა), სამუელ სოარესი (ბენფიკა);

მცველები: ჩიკო ლამბა (აროუკა), კრისტიან მარკესი (ივერდონი), ედუარდო კუარეჟმა (სპორტინგი), ფლავიო ნაზინიო (სერკლ ბრიუგე), ფრანცისკო ჩისუმბა (ბრაგა), ჟოაო მუნისი (სპორტინგი), ლორენცო ენრიკესი (ვარჟიმი), რაფაელ როდრიგეში (ავეში), როდრიგო გომეში (ვულვზი), როდრიგო პინეირო (ფამალიკაო);

ნახევარმცველები: დიოგო ნასიმენტო (ვიზელა), გუსტავო სა (ფამალიკაო), ჟოაო მარკესი (ჟილ ვისენტე), მათეუშ ფერნანდეში (საუთჰემპტონი), მატიას დე ამორიმი (ფამალიკაო), პაულო ბერნარდო (სელტიკი) და პედრო სანტოში (მორეირენსე);

თავდამსხმელები: კარლოს ბორჟესი (ვულვზი), ფაბიო სილვა (ლას პალმასი), ჯოვანი ქუენდა (სპორტინგი), ჰენრიკე არაუჟო (აროუკა), როჟერ ფერნანდეში (ბრაგა), ტიაგო ტომასი (ვოლფსბურგი);

რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე გამოსვლას 11 ივნისს, ჟილინაში, პოლონეთთან მატჩით დაიწყებს.

სხვა სტატიები