Belive

"ჩაკვეტაძეს შეუძლია ჩემპიონშიპის საუკეთესო მოთამაშე გახდეს" - BBC

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ბრიტანული გამოცემა BBC, ჩემპიონშიპის მომდევნო 2025/26 წლების სეზონზე წერს, მათ ივარაუდეს როგორც ჩემპიონატის გამარჯვებული, ასევე თითოეული გუნდის შესაძლებლობებიც შეაფასეს. BBC-მ გიორგი ჩაკვეტაძის ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება და მათი ვარაუდით უოტფორდი ჩემპიონშიპს გასული სეზონის მსგავსად მე-14 ადგილზე დაასრულებს.

მათ პირველ ადგილზე იფსვიჩი გაიყვანეს, მეორეზე საუთჰემპტონი, მესამეზე კი ქოვენთრი სითი.

მოლოდინი...

მოლოდინი გაცილებით მაღალია, ვიდრე 12 თვის წინ იყო. უოტფორდმა შეინარჩუნა 3 საუკეთესო მოთამაშე: გიორგი ჩაკვეტაძე, კვადვო ბაა და იმრან ლუზა. მათ შეინარჩუნეს გასული სეზონის გუნდის ბირთვი და დაიმატეს კიდევ რამდენიმე საინტერესო შემტევი მოთამაშე, ამით კი მათ შესაძლოა დაწინაურებისთვის იბრძოლონ.

ძლიერი მხარეები...

თუ ჩაკვეტაძეს შეუძლია თავის თამაშს მეტი გოლი და საგოლე გადაცემა შემატოს, მას შეუძლია გახდეს ჩემპიონშიპის საუკეთესო მოთამაშე. ბაას ნიჭი და ფეთქებადი სისწრაფე ნიშნავს, რომ უოტფორდს ორივე მხარეს ხარისხიანი და განსხვავებული ფლანგის მოთამაშე ჰყავს.

სუსტი მხარეები...

უოტფორდი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეორე ტაიმებს ცუდად თამაშობდა და ეს უნდა შეწყდეს, თუ მათ სურთ გუნდებისთვის კონკურენციის გაწევა. მათი დაცვა სუსტი ჩანს, განსკუთრებით მარჯვენა ფლანგი.

განსხვავების შემქმნელი...

უმეტესობა ჩვეულებრივ, შემტევ მოთამაშეს აირჩევდა, მაგრამ უოტფორდს ბევრი ასეთი ფეხბურთელი ჰყავს. მათ სჭირდებოდათ მოთამაშე, რომელიც ნახევარდაცვას გააკონტროლებდა, ექტორ კიპრიანუს სახით მათ შესაძლოა ჰყავდეს ზუსტად ის მოთამაშე, რომელიც უილ ჰიუზის წასვლის შემდეგ აკლდათ.

სხვა სტატიები