"შესაბამის მომენტს უნდა დაველოდოთ" - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და უოტფორდის ვარსკვლავი, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი, თითქმის დასრულდა და ჩაკვემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.
უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ მიდლსბროსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჩაკვეს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ვარსკვლავის დასაბრუნებლად შესაბამის მომენტს უნდა დაველოდოთ.
მართალია ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა, მაგრამ მაინც განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ჯერ კიდევ უნდა დავაკავირდეთ და დასაბრუნებლად შესაბამის მომენტს დაველოდოთ. - ხავი გრასია.
Javi Gracia: “Positive Preparations” | Middlesbrough Pre-Match Press Conference https://t.co/3dKtTXH5gp#WatfordFC 💛❤️🖤
— Watford FC News (@watfordfcnews) October 30, 2025
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა გასულ სეზონში, ბრისტოლის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.