მატჩი, რომელშიც ჩაკვეტაძეს არ უნდა ეთამაშა, გადაიდო
ჩემპიონშიპის 26-ე ტურში ჰალი უოტფორდის მასპინძელია. შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, თავს ჯანმრთელად გრძნობს, უბრალოდ მწვრთნელმა მისი 'მოფრთხილების' მიზნით დასვენება გადაწყვიტა.
გიორგი კარგადაა. მას 8 თვე არ უთამაშია და უკანასკნნელ 12 დღეში 4-ჯერ დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. ჩვენ გვჭირდება რომ მას გავუფრთხილდეთ და არა მხოლოდ მას. როცა წინ კიდევ 20 თამაშია, არ ღირს რისკზე წასვლა - ჩვენ დიდი შემადგენლობა გვყავს და თითოეულ ფეხბურთელს ვენდობით. - განაცხადა უოტფორდის მწვრთნელმა, ხავი გრასიამ
Javi explains Giorgi's planned absence 🗣️ pic.twitter.com/SZmJfeE4kt
— Watford Football Club (@WatfordFC) January 4, 2026
რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ შეხვედრაც, გაურკვეველი დროით გადაიდო. "მოედანი სათმაშოდ მზადაა, მაგრამ გარშემო ტერიტორია გაყინულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მუდმივი მუშაობა მიმდინარეობდა, პირობები არ გაუმჯობესებულა და ტემპერატურის ვარდნის გამო, მოთამაშეთა უსაფრთხოება გარანტირებული არ არის" - ვკითხულობთ ჰალ სიტის განცხადებაში.
Hull City’s Sky Bet Championship match against Watford has been postponed due to player safety concerns.
— Hull City (@HullCity) January 4, 2026
While the pitch is playable, areas surrounding the playing surface have been deemed unsafe.#hcafc pic.twitter.com/dRkMowsUfR