Belive

ბუდუ ზივზივაძემ ბოლო ტურის შეხვედრა გამოტოვა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბუნდესლიგა 2-ის 25-ე ტურში "კილმა" საკუთარ მოედანზე "კარლსრუეს" უმასპინძლა და მეტოქე ერთადერთი გატანილი გოლით დაამარცხა. გამარჯვების გოლი, მატჩის 57-ე წუთზე, ლუის ჰოლტბის ანგარიშზეა.

მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენთვის "საშიში" არაფერია და საქმე უბრალოდ სეზონურ ვირუსთან გვაქვს. მატჩის დაწყებამდე კარლსრუემ ძირითადი შემადგენლობა გაავრცელა, რასაც თან დაურთო, რომ ბუდუ და მასთან ერთად კიდევ 3 ფეხბურთელი კილში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გაემგზავრა და მათ სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ 8 გოლი გაიტანა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, შესანიშნავ ფორმაშია.

21 და 26 მარტს საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტ თამაშებში, ასეთ ფორმაში მყოფი თავდამსხმელის სრული მზადყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. 21-ში ლუქსემბურგთან გამარჯვების შემთხვევაში, სქართველო ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალს დინამო არენაზე, საბერძნეთის ან ყაზახეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები