Belive

ბრიტანული მედია: "ჩელსი ზაფხულში გიორგი მამარდაშვილის დასამატებლად იბრძოლებს"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპული მედია, განსაკუთრებით კი ბრიტანული პლატფორმები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, ლონდონის "ჩელსი" საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატებას შეცდება.

ირკვევა, რომ "ლურჯები" რობერტ სანჩესის თამაშით უკმაყოფილოები არიან და მომავალი ზაფხულის დროს მის ჩანაცვლებას შეეცდებიან. ამ პოზიციის გასაძლიერებლად "არისტოკრატები" საუკეთესო ვარიანტად სწორედ 23 წლის ქართველ მეკარეს მიიჩნევენ.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრების გოლკიპერს ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, მზად არიან იბრძოლონ და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს გიორგი მამარდაშვილი დაიმატონ. მისმა რეგულარულმა თამაშმა და უზარმაზარმა პოტენციალმა "ჩელსის" ყურადღება მიიპყრო", - წერს yardbarker-ი.

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" მაისურით მიჯრით ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამყარა, ყველა ტურნირზე კი 25 მატჩში აქვს ნათამაშები და 8-ჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები