Belive

იტალიური მედია: "კვარა კრიტიკოსებს ფაქტებით პასუხობს: საჩემპიონო სეზონივით ათამაშდა"

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის ჩატარებას გამოეხმაურა. areanapoli-იმ აღნიშნა, რომ ქართველისთვის ეს რუდი გარსიას პერიოდის შემდეგ ყველაზე წარმატებული შეხვედრა იყო.

"რამდენიმე თვეა კვარაცხელიას დუბლი არ შეუსრულებია, ფაქტობრივად ეს რუდი გარსიას პერიოდის შემდეგ არ მომხდარა. "სასუოლოსთან" ეს გამოვიდა და მან საგოლე პასიც გააკეთა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი იმ ადამიანებს რომლებიც ამბობენ, რომ მას ჩავარდნა აქვს, ფაქტებით პასუხობს.

მადლობა ეკუთვნით მატეო პოლიტანოს საგოლე პასებისთვის და ქართველ ვარსკვლავს იმისათვის, რომ ისეთივე ღიმილით და თამაშით დაბრუნდა, როგორც ეს საჩემპიონო სეზონში ხდებოდა", - წერს ნეაპოლური გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიამ "სასოუოლსთან" სტუმრად მოგებულ (6:1) მატჩში დუბლის შესრულება და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველის აქტივში უკვე 8 გოლი და 5 საგოლე პასია.

სხვა სტატიები