Belive

ბორჯღალოსნების გამარჯვება პირველ ტესტ-მატჩში და აკაკი ტაბუცაძის ისტორიული რეკორდი

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა და ნაცნობი მეტოქის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

კერძოდ, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტულისთვის მებრძოლი მარადიული მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი სარეკორდო სხვაობით - 56:6 დაამარცხა. ამაზე დიდი სხვაობით, ქართველ მორაგბეებს რუმინელები არასდროს დაუმარცხებიათ.

რუმინეთის წინააღმდეგ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ მატჩში მოპოვებული გამარჯვება გამორჩეული გუნდურის გარდა, ინდივიდუალური რეკორდის კუთხითაც იყო, კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ აკაკი ტაბუცაძემ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 28-ე ლელო დადო და ამით ჩვენი გუნდის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს გადაასწრო და ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მელელოვე გახდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემდეგ ტესტ-მატჩს აშშ-ის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 19 აგვისტოს, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

სხვა სტატიები