Belive

ბილეთების გაყიდვა უეფას ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს და 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

ბილეთებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ აღნიშნულ თამაშებზე ბილეთები უეფას ოფოციალური პორტალის მეშვეობით გაიყიდება:

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით. - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები